ექიმ არჩილ მარკოიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფრენბურთში

02 ივლ 2026

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაᲨი, ექიმ არჩილ მარკოიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი, რიგით მე-6 ტრადიციული ღია ტურნირი ფრენბურთში გაიმართა.

ტურნირში მონაწილეობდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის ნაკრები გუნდები. მათ შორის იყო გუნდი წალკის მუნიციპალიტეტიდანაც.  ტურნირის მიზანი არჩილ მარკოიძის ხსოვნის პატივისცემა, სპორტის პოპულარიზაცია და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება იყო.

ტურნირის დასრულების შემდეგ გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ. მათ ასევე გადაეცათ თასი, მედლები და სიგელები. ტურნირს ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.