02 ივლ 2026
კიევზე რუსული რაკეტებითა და დრონებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა, დაშავებულია 90-ზე მეტი ადამიანი. სარაკეტო თავდასხმების განხორციელებას ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
ვრცელდება ინფორმაცია უკრაინის რამდენიმე რეგიონში სამიზნეზე დარტყმების შესახებ. 3 ივლისი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა. უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, ხუთშაბათს ღამით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიას 74 რაკეტა და 496 დრონი ესროლეს.
წინასწარი მონაცემებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 524 სამიზნე - 48 რაკეტა და სხვადასხვა ტიპის 476 დრონი - ჩამოაგდეს ან გაანეიტრალეს.