ფილმი სანდრო ახმეტელისა და თამარ წულუკიძის ცხოვრებაზე

02 ივლ 2026

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ცნობილი ქართველი რეჟისორის სანდრო ახმეტელისა და მსახიობ თამარ წულუკიძის ცხოვრების შესახებ ბიოგრაფიული ფილმის ჩვენება გაიმართა.

დოკუმენტური ფილმი  მსახიობისა და რეჟისორის ტრაგიკული და ამავდროულად წარმატებული ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ჩვენების შემდეგ თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ ფილმი გაარჩია და  მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ერთად განიხილა. თამარ წულუკიძისა და სანდრო ახმეტელის ოჯახი საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი იყო.

ოჯახის დევნა მას შემდეგ დაიწყო ,რაც სანდრო ახმეტელმა უცხოეთში ემიგრირებული გრიგოლ რობაქიძის "ლამარას" სცენური ვერსია დადგა, სადაც მთავარ როლს თამარ წულუკიძე ასრულებდა. საბჭოთა ხელისუფლების მოთხოვნის მიუხედავად,  კი რეჟისორმა სპექტაკლი სცენიდან არ მოხსნა.

ბერიას უშუალო ბრძანების საფუძველზე,  საბჭოთა რეჟიმმა, სანდრო ახმეტელი და მისი მეუღლე დააპატიმრა. რეჟისორს - დახვრეტა, ხოლო თამარ წულუკიძეს კი გადასახლება მიესაჯა.