ხულოში უხუცესებს 100 წლის იუბილე მიულოცეს

02 ივლ 2026

ხულოში მცხოვრებ სოფია სურმანიძეს და ვეზირ გორგაძეს 100 წლის იუბილე მიულოცეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა და ხულოს მერმა. სოფელ ჭერში მცხოვრებ სოფია სურმანიძეს იუბილე მიულოცა ასევე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლემ, სოფიო ბაკურიძემ.

უხუცეს ქალბატონს ოთხი შვილი ჰყავს, ცხრა შვილიშვილი, ოცი შვილთაშვილი და ოთხი შვილთაშვილის შვილი. ხოლო, სოფელ ხიხაძირში მცხოვრებ ვეზირ გორგაძეს კი სამი შვილი, თოთხმეტი შვილიშვილი და ორმოცდაორი შვილთაშვილი.

ჯანდაცვის სამისნიტროს ინფორმაციით,  ამ დროისთვის აჭარაში 100 წლის და მეტი ასაკის 30 მოქალაქე ცხოვრობს, მათ შორის ყველაზე უხუცესი შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 112 წლის ნაქიფე დავითაძეა.

უხუცესებს პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი ფინანსური დახმარება 5 000 ლარის ოდენობით გადაეცათ.