აშშ-საქართველოს ურთიერთობები - პოლიტიკური შეფასებები

02 ივლ 2026

საქართველო-აშშ ურთიერთობები და გადატვირთვის პოლიტიკა შეფასების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება. ამჯერად პოლიტიკოსები აშშ-ის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას აფასებენ. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ძირეული გეოპოლიტიკური ცვლილებების პირობებში, საქართველოს სჯერა, რომ პარტნიორობის გაძლიერება და ფორმალიზება ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებს ემსახურება. 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ბოლო წლებში წარმოქმნილი გამოწვევებისა, დადგა დრო, გადაიტვირთოს სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევის მეშვეობით. 

საპარლამენტო ოპოზიციაში პრემიერის ამ განცხადების არ სჯერათ, მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა წინა ადმინისტრაციამ დააზარალა და ამჟამად პოზიტიური ნაბიჯები გადადგმულია მეგობრული ურთიერთობების გასაგრძელებლად.