02 ივლ 2026
ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ახალი ტალღის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების წინადადებით გამოდის. მისი განცხადებით, კიევზე თავდასხმების დასრულება მხოლოდ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერას და რუსეთზე ზეწოლას შეუძლია.
გასულ ღამით უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსული დრონებითა და რაკეტებით თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაშავდა. დაზიანებულია 20 საცხოვრებელი სახლი.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსულმა ძალებმა მასშტაბური იერიშისას უკრაინის მიმართულებით 570 რაკეტა და დრონი გაუშვეს, რომელთაგან თავდაცვის ძალებმა 524 სამიზნე გაანეიტრალეს.
კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს კიევზე რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული მასშტაბური დარტყმის შესახებ აცნობა და აღნიშნა, რომ მოსკოვი გააგრძელებს უკრაინაზე ზეწოლის გაზრდას თავისი მიზნების მისაღწევად. რეპორტიორებსთან საუბარისას პესკოვმა ევროპა დაძაბულობის ესკალაციაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთს არ შეუძლია თვალის დახუჭვა ასეთ ნაბიჯებზე.