02 ივლ 2026
ბათუმში „სასკოლო ლიგა 2026“ დასრულდა. ბათუმის სპორტული ცენტრის ორგანიზებით გამართული პროექტი უკვე მეოთხე წელია ტარდება. მასში ბათუმის 30 საჯარო და კერძო სკოლიდან 1500 მოსწავლე მონაწილეობდა.
ტურნირი ხუთ სპორტულ სახეობაში გაიმართა: მინი ფეხბურთში, ქვიშის ფეხბურთში, ქვიშის ფრენბურთში, ტექბოლსა და გოგონათა შორის კალათბურთში.
ფინალური შეხვედრების დასრულების შემდეგ, ბათუმის ბულვარში, ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამარჯვებული და საპრიზო ადგილების მფლობელი გუნდების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
გამარჯვებულებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
„სასკოლო ლიგა 2026“-ის მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტული აქტივობების ხელშეწყობა და სასკოლო სპორტის განვითარებაა.