ტრამპი ჩინეთის მიერ პანამის არხის გაკონტროლებას არ დაუშვებს

02 ივლ 2026

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ არ დაუშვებს, რომ ჩინეთმა პანამის არხზე კონტროლი დაამყაროს. მისი თქმით, არხის მშენებლობისას 38 ათასი ამერიკელი დაიღუპა, არხი კი გახსნის დღიდანვე წარმატებული და მომგებიანი პროექტი იყო.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, არხის გადაცემის შემდეგ პანამამ გემებისთვის ტარიფები რამდენჯერმე მნიშვნელოვნად გაზარდა, თუმცა ამან გადაზიდვებზე გავლენა არ მოახდინა და პანამამ წლების განმავლობაში დიდი შემოსავალი მიიღო.