ვენესუელაში 7 დღიანი გლოვა გამოცხადდა

02 ივლ 2026

ვენესუელაში მომხდარმა ორმაგმა მიწისძვრამ 2 ათას 295 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა - განაცხადა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ. თავის მხრივ, ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

მოქალაქეები როდრიგესის მთავრობას აკრიტიკებენ სახელმწიფოს მხრიდან ნელი და არაადეკვატური რეაგირების გამო, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო სამაშველო კომიტეტმა“ განაცხადა, რომ „რეაგირების მასშტაბები არ შეესაბამება ჰუმანიტარული საჭიროების მასშტაბებს“.

ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ თანამგზავრული სურათების გამოყენებით ჩატარებული ანალიზის თანახმად, ორი მიწისძვრის შედეგად 60 ათასამდე შენობა დაზიანდა ან მთლიანად განადგურდა.