თვითნებურად მოწყობილი სავაჭრო დახლების მონიტორინგი

02 ივლ 2026

ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია კონტროლს აგრძელებს. მიმდინარეობს სანაპირო ზოლის მიმდებარედ, საფეხმავლო ბილიკზე მოქალაქეების მიერ თვითნებურად მოწყობილი სავაჭრო დახლების ალაგება.

უწყების ინფორმაციით საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვა, ტურისტული ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას ხელს უშლის.

უნებართვო კომერციული საქმიანობა ფიზიკური პირის 500, ხოლო იურიდიული პირის 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.