თქვენ ხართ მომავალი თაობა, ჩვენი ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი ძალა, თქვენი ცოდნითა და შესაძლებლობებით შეგიძლიათ შექმნათ საქართველოს უკეთესი მომავალი - ცოტნე ანანიძე აბიტურიენტებს

02 ივლ 2026

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს.

ცოტნე ანანიძის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები მრავალწლიანი შრომის შედეგის წარმოჩენის შესაძლებლობაა.

"ძვირფასო აბიტურიენტებო,
 
დღეს თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება. ერთიანი ეროვნული გამოცდები შესაძლებლობაა წარმოაჩინოთ მრავალწლიანი შრომის შედეგი.
 
თქვენ ხართ მომავალი თაობა, ჩვენი ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი ძალა. სწორედ თქვენი ცოდნითა და შესაძლებლობებით შეგიძლიათ შექმნათ საქართველოს უკეთესი მომავალი და წვლილი შეიტანოთ მის განვითარებაში.
 
გისურვებთ წარმატებებს ამ საპასუხისმგებლო გზაზე!", - წერს ანანიძე სოციალურ ქსელში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.