დარწმუნებული ვარ, თქვენი შრომა, მონდომება და მიზანდასახულობა ღირსეულ შედეგს გამოიღებს - განათლების მინისტრი აბიტურიენტებს

02 ივლ 2026

საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს.

„ძვირფასო აბიტურიენტებო, წარმატებებს გისურვებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე! დარწმუნებული ვარ, თქვენი შრომა, მონდომება და მიზანდასახულობა ღირსეულ შედეგს გამოიღებს. თითოეული გამოცდა ახალი შესაძლებლობებისა და მომავალი წარმატებებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილი იყოს ჯანსაღი და კომფორტული აკადემიური გარემო, სადაც საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას შეძლებთ. მჯერა, რომ თქვენი მონდომებითა და შემართებით მიაღწევთ დასახულ მიზნებს და თქვენი ცოდნით, პროფესიონალიზმითა და მიღწევებით ასახელებთ ჩვენს სამშობლოს”, – ნათქვამია მინისტრის მიმართვაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.