01 ივლ 2026
ზვარის მეჩეთის შენობა, რომელსაც ორი საუკუნის ისტორია აქვს, აღდგენის პროცესშია. ამ ეტაპზე, საკულტო ნაგებობის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაობი მიმდინარეობს, მანამდე კი გამოიცვალა საყრდენი ბოძები. რეაბილიტაცია ტარდება ინტერიერშიც.
ნაგებობის შიდა სივრცეში უკვე შეიცვალა იატაკის და ჭერის ფრაგმენტები. სპეციალისტების განცხადებით, პროექტის მიზანია ავთენტური სახით შეინარჩუნონ როგორც ხის ორნამენტების სტრუქტურა, ასევე მისი ფერებიც.