საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმი

01 ივლ 2026

თბილისში საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და უზბეკეთის   ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა გახსნეს. ფორუმში უზბეკეთის მხრიდან 70-მდე კომპანია მონაწილეობს. ისინი წარმოდგენილნი არიან მშენებლობის, ლოგისტიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და ფარმაციის, ტექსტილისა და სხვა საკვანძო სექტორებიდან.

საქართველოს მხრიდან ღონისძიებაში 250-მდე კომპანიაა ჩართული. მონაწილეები საქართველოსა და უზბეკეთის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციებს ისმენენ და ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში ბიზნესის წარმომადგენლებს შორის B2B ფორმატის შეხვედრები იმართება.