01 ივლ 2026
ახალგაზრდა შემოქმედთა ლიტერატურული კონკურსის შედეგები ცნობილია. გამარჯვებულმა მწერლებმა და პოეტებმა ზურაბ გორგილაძისა და ფრიდონ ხალვაშის სახელობის სტიპენდია მოიპოვეს. საკონკურსო კომისიამ 42 ავტორის 126 ნაწარმოები შეისწავლა.
ოთხი გამარჯვებული გამოვლინდა პოეზიაში, ასევე ოთხი პროზა-ესეისტიკა-პუბლიცისტიკაში. ლიტერატურული კონკურსების 2026 წლის გამარჯვებულები მოპოვებულ სტიპენდიას ერთი წლის განმავლობაში მიიღებენ.
პროექტი აჭარის მწერალთა სახლში აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ ახლო მომავალში აჭარის მწერალთა სახლი გამოსცემს ორივე ლიტერატურული კონკურსის მონაწილეთა კრებულს, რომელშიც მკითხველი, გამარჯვებული კონკურსანტების ნაწარმოებებთან ერთად, გაეცნობა საუკეთესო ათეულში შესულ ავტორთა ნამუშევრებს.