„პორტუსსა“ და „შავ ზღვას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

01 ივლ 2026

საფეხბურთო კლუბებს „პორტუსსა“ და „შავ ზღვას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც გულისხმობს მხარეთა შორის ურთიერთობის განმტკიცებას, ასევე თანამშრომლობას სპორტისა და ბავშვთა ფეხბურთის სფეროში.

მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი ტურნირებისა და პროექტების ორგანიზებას, პერსპექტიული ფეხბურთელების მონიტორინგს და რეკომენდაციის საფუძველზე გადაყვანას შეთანხმებული წესით. ასევე ინფორმაციის გაცვლას, აქტივობების მართვის გამოცდილების გაზიარებას.

მემორანდუმის საფუძველზე მოხდება ასევე სპორტული ბაზებისა და სპორტული ინვენტარის გამოყენება.

მხარეთა წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული ინიციატივა პირველ რიგში ბავშვთა შორის სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.