01 ივლ 2026
რუსულმა დრონმა მასშტაბური ხანძარი გამოიწვია უკრაინის მიკოლაევის ოლქში. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დრონი ელექტროტექნიკის მაღაზიას დაეცა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, სნიჰურივკაში ხანძრის ჩასაქრობად 20-მდე მეხანძრე-მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის 5 ერთეული იყო მობილიზებული.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.