რუმინეთში შტორმმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა

01 ივლ 2026

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტსა და ქვეყნის 20 რეგიონს ძლიერმა შტორმმა  გადაუარა. დაღუპულია ერთი ადამიანი, განადგურებულია ათობით სახლი და მანქანა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, მხოლოდ ბუქარესტში დახმარების თხოვნით თითქმის 2 ათასი ზარი შევიდა.

დატბორილია მეტროს რამდენიმე სადგური. დედაქალაქის გარდა შტორმმა 60 ქალაქი და სოფელი დააზიანა. 

პოლიცია და მაშველები რამდენიმე ოლქში  დატბორილი სახლებიდან მოქალაქეების  ევაკუაციას ახორციელებენ და ნანგრევებს ასუფთავებენ. შტორმს წინ უძღოდა ძლიერი სიცხე. 

კვირის დასაწყისში ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურამ ცელსიუსით 40 გრადუს  გადააჭარბა, რამაც ელექტროენერგიის მოხმარება და ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა გამოიწვია.