აშშ-ის უზენაესმა სასამართლო ტრამპის აღმასრულებელი განკარგულება ბათილად ცნო

01 ივლ 2026

იმიგრანტების უფლებების დამცველი ორგანიზაციის ადვოკატებმა და აშშ-ის კანონმდებლებმა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იზეიმეს, რომელიც  შეერთებულ შტატებში დაბადებული იმიგრანტთა შვილებისთვის  მოქალაქეობის უფლების მინიჭების გაუქმების შესახებ ტრამპის განკარგულებას აბათილებს. ეს უფლება დიდი ხანია ამერიკული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია.

კონსერვატორი უზენაესი მოსამართლის, ჯონ რობერტსისა და სხვა   მოსამართლეების გადაწყვეტილებით,  ტრამპის დირექტივა არღვევს აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 პუნქტს, რომელიც მოქალაქეობას ანიჭებს შეერთებულ შტატებში დაბადებულ პირებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა  მხარი დაუჭირეს ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც დაბლოკა ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება. ამ დოკუმენტის თანახმად, პრეზიდენტი აშშ-ის სააგენტოებს ავალებდა არ ეცნოთ შეერთებულ შტატებში დაბადებული ბავშვების მოქალაქეობა, თუ არცერთი მშობელი არ არის ამერიკის მოქალაქე ან კანონიერი მუდმივი რეზიდენტი, რომელსაც ასევე „მწვანე ბარათის“ მფლობელი ეწოდება.

ტრამპი წლების განმავლობაში იმუქრებოდა, რომ შეზღუდავდა დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭების კრიტერიუმებს.