01 ივლ 2026
ვენესუელაში გასულ კვირას მომხდარი ორმაგი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1943-მდე გაიზარდა - განაცხადა ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ხორხე როდრიგესმა. მისივე თქმით, დაშავებულთა რიცხვმა 10 ათას 571-ს მიაღწია, ხოლო 15 ათას 866 ადამიანი სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩა.
ხელისუფლებამ გახსნა 14 თავშესაფარი ლა გუაირის შტატში და 55 თავშესაფარი კარაკასში, მირანდისა და სხვა სტიქიით დაზარალებულ შტატებში.
მთავრობის შეფასებით, 30 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა კარალაბედისა და კათია ლამარის რაიონებში, როცა ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
სტიქიამ, რომელიც ქვეყანაში გასულ ოთხშაბათს მოხდა, სერიოზული ნგრევა გამოიწვია ლა გუაირის შტატსა და დედაქალაქ კარაკასის მახლობლად მდებარე რაიონებში.