პაკისტანში სასწავლო ცენტრის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 14 მოსწავლე და მასწავლებელი დაიღუპა

01 ივლ 2026

პაკისტანის აღმოსავლეთ ქალაქ ლაჰორში სასწავლო-მოსამზადებელი ცენტრის სახურავის ჩამონგრევის შედეგად თოთხმეტი ბავშვი დაიღუპა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდარზე  სისხლის სამართლის საქმე  შესაძლო დაუდევრობის მუხლით გახსნა.

პენჯაბის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, მაშველებმა კერძო სასწავლო ცენტრის ნანგრევების ქვეშ ბავშვები და 30 წლის მასწავლებელი ქალი იპოვეს. დაღუპული ბავშვები 5-დან 16 წლამდე ასაკის იყვნენ, უმეტესობა 9 წლამდე. 

პენჯაბის ინფორმაციის მინისტრმა განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, სასწავლო მოსამზადებელი  ცენტრი ოფიციალურად რეგისტრირებული არ იყო და ფუნქციონირებდა კერძო საცხოვრებელ შენობაში, დანგრეული სახურავის ქვეშ. ასეთი ცენტრები ბევრია პაკისტანში, სადაც ბავშვები ძირითად სკოლაში მეცადინეობის შემდეგ დამატებით გაკვეთილებს ესწრებიან.

პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად  უსაფრთხოების ეფექტური ზომების მიღება მოითხოვა.