ზვარის მეჩეთის რეაბილიტაცია

01 ივლ 2026

ზვარის მეჩეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის საკულტო ნაგებობის სახურავის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა შიდა სივრცეშიც, სადაც  ინტერიერში ორნამენტული დეკორებია განთავსებული.

ზვარეს მეჩეთი მეცხრამეტე საუკუნით თარიღდება. ხის მეჩეთის აღდგენითი სამუშაოები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამით ფინანსდება.

პროექტის პირველ ეტაპზე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ძენწმანის მეჩეთს.

საერთო ჯამში 611 ათასი ლარი გამოიყო, მათ შორის წელს ბიუჯეტში 353 ათასი ლარია გათვალისწინებული.