01 ივლ 2026
ქალაქ ბრაზილიაში, კლაუდიო სანტოროს სახელობის ეროვნულ თეატრში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი.
ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი მაყურებლის წინაშე ტრადიციული პროგრამით წარდგა.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ქართული კულტურით დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ქართული კულტურის დღეები საქართველოს კულტურისა სამინისტროს მხარდაჭერითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანადგომით გაიმართა. ანსამბლ “რუსთავს” ხვალ უკვე, რიო-დე-ჟანეირო უმასპინძლებს.