01 ივლ 2026
ბრაზილიაში საქართველოს კულტურის დღეები დაიწყო. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ბრაზილიის კულტურის მინისტრს შეხვდა.
ასევე, სამუშაო შეხვედრა გამართა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
საქართველოსა და ბრაზილიას შორის კულტურის სფეროში მომზადებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელს თინათინ რუხაძე აწერს, კულტურის მინისტრის მოადგილემ ბრაზილიის კულტურის მინისტრს გადასცა.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ მემორანდუმი კულტურული პოლიტიკის, კულტურული მემკვიდრეობის, თეატრის, მუზეუმების, ხელოვნების, ლიტერატურის, კინოსა და შემოქმედებითი ინდუსტრიების მიმართულებებით თანამშრომლობას და ერთობლივი ინიციატივების მხარდაჭერას ითვალისწინებს.