საერთაშორისო ფესტივალი „ჩვენებურები“

01 ივლ 2026

თურქეთის რესპუბლიკის ქალაქები: ინეგოლი, ორჰანგაზი და ბურსა 3-5 ივლისს საერთაშორისო ფერსტივალს ,,ჩვენებურები’’ უმასპინძლებს. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ქართველი ფოლკლორისტის,  მუსიკოსის, საგუნდო დირიჟორის,  ანზორ ერქომაიშვილის დაბადებიდან 85 წლის იუბილეს მიეძღვნება.   

გალა კონცერტებში აჭარის კულტურის სამინისტროს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,არსიანი“ და სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი ,,ბათუმი“ მიიღებს მონაწილეობას. 

გარდა ამისა, ინეგოლისა და ორჰანგაზის კავკასიურ-ქართული ფოლკლორისა და კულტურის  ასოციაციებთან არსებული  ქორეოგრაფიული ანსამბლები და  შემოქმედებითი ჯგუფები.  

ფესტივალს ქ. ბურსაში, ათათურქის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში, ანსამბლები ,,არსიანი” და ,,ბათუმი” გალა კონცერტით დაასრულებს. ღონისძიებას   თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველი დაესწრებიან.

,,ჩვენებურები’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და მარმარას კავკასიურ-ქართული ასოციაციების ფედერაციის ორგანიზებით იმართება.  

ფესტივალამდე ანსამბლებმა ერთობლივი რეპეტიცია უკვე გაიარეს.