01 ივლ 2026
თბილისში საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა გახსნეს.
ფორუმში უზბეკეთის მხრიდან 70-მდე კომპანია მონაწილეობს. ისინი წარმოდგენილნი არიან მშენებლობის, ლოგისტიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და ფარმაციის, ტექსტილისა და სხვა საკვანძო სექტორებიდან. საქართველოს მხრიდან ღონისძიებაში 250-მდე კომპანიაა ჩართული.
მონაწილეები საქართველოსა და უზბეკეთის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციებს ისმენენ და ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში ბიზნესის წარმომადგენლებს შორის B2B ფორმატის შეხვედრები იმართება.