მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითადი ბადე გამარჯვებით დაიწყო

01 ივლ 2026

მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი შეხვედრა მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა ავსტრალიელი აილა ტომლიანოვიჩი სამ სეტში 6:2; 4:6; 6:4 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 2 წუთს გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლქვაძე (დაბლიუ ტი ეი-ს) WTA-ს რეიტინგში მხოლოდ 545-ე ადგილზეა, ხოლო მისი მეტოქე ასეულშია - 94-ე საფეხურზე. შეგახსენებთ, რომ მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შედეგად მოხვდა და ახლა იქ, პირველი წრეც გადალახა.

მეორე წრეში მარიამი ამერიკელ ეშლინ კრუგერს შეხვდება.