ძლიერი მიწისძვრა ვენესუელაში

30 ივნ 2026

კარაკასში, ძლიერი მიწისძვრიდან ექვსი დღის შემდეგ, იორდაელმა მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ბავშვი ამოიყვანეს.

ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად ათას 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 5 ათასი დაშავდა. ვენესუელის დასახმარებლად საერთაშორისო საზოგადოება გაერთიანდა, დახმარების ძირითადი ნაწილი  ლა გუაირაში, ყველაზე მეტად დაზარალებულ შტატშია კონცენტრირებული.

ხელისუფლების განცხადებით, ნავთობით მდიდარმა სამხრეთ ამერიკულმა ქვეყანამ 30 ქვეყნიდან მიიღო მხარდაჭერა, ვენესუელაში 3 ათას 600-ზე მეტი მაშველი და მოხალისე , ასევე 118 მაშველი ძაღლი ჩაიყვანეს.

ამ დრომდე უცნობია, თუ რამდენი ადამიანია ჯერ კიდევ ჩარჩენილი ნანგრევებში. ვებსაიტების მონაცემებით, სადაც მოქალაქეები დაკარგულ ახლობლებს არეგისტრირებენ,  45 ათასი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.