ხულოს მუნიციპალიტეტის პირველობა ჭადრაკში

30 ივნ 2026

ხულოელი მოᲭადრაკის თამაზ ირემაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ხულოს მუნიციპალიტეტის პირველობა ჭადრაკში გაიმართა.

ტურნირი შვეიცარიული სისტემით ჩატარდა და შვიდ ტურს მოიცავდა. შეჯიბრში ხულოს მუნიციპალიტეტᲨი მცხოვრები უფროსი ასაკის მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ რომლებმაც გამარჯვებისთვის დაძაბულ შეხვედრებში იასპარეზეს და საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინეს. ტურნირის დასრულების შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. შეჯიბრი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით გაიმართა.