კულინარიული კონკურსი "ოქროს ლომი"

30 ივნ 2026

საქართველოს შეფთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონკურსში 8 გუნდი მონაწილეობდა და ჟიურის წინაშე მათ სხვადასხვა კერძი მოამზადეს. კონკურსის მთავარი ნაწილი სწორედ პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების მიერ ადგილზე მომზადებული კერძების წამყვანი შეფმზარეულების მიერ დაგემოვნებას მოიცავდა, რის საფუძველზეც ჟიურიმ გამარჯვებული კულინარები გამოავლინა.

გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, სადაც კულინარებს სიგელები და მედლები გადაეცათ. დასავლეთ საქართველოს ნახევარფინალში ჯგუფური პირველობა კოლეჯ "ბლექსის" კულინარიის სტუდენტებმა მოიპოვეს. შეფთა ასოციაცია კონკურსს ფინალური შეჯიბრით დაასრულებს, სადაც გამარჯვებულებს განსაკუთრებული სიურპრიზები ელოდება.