ბათუმის საკრებულოს სხდომა

30 ივნ 2026

დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატებმა, მხარი დაუჭირეს  ძველი ბულვარის ტერიტორიაზე ყოფილი კაფე - ბარი ,,ტყუპების’’ ადგილას და მის მომიჯნავედ მდებარე მიწის  ნაკვეთზე თანამედროვე რეკრეაციული სკვერის მოწყობას.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, გიორგი ცაბაძის ქუჩა N 11 დ-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და მიმდებარე ტერიტორიას სტატუსი შეეცვალა და საწარმოო ზონის ნაცვლად სპეციალური საცხოვრებელი ზონა გახდა. ტერიტორიაზე განთავსებული ბინები კი სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გადაეცემა. საუბარია თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის მიერ აშენებულ შენობებზე, რომელიც განკარგვისთვის სახელმწიფოს გადაეცა.

ასევე საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლასთან დაკავშირებით,  შუამდგომლობის მომზადების ორგანიზებისთვის შეიქმნება დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე უხელმძღვანელებს.  

დღესვე,საკრებულომ დაამტკიცა, გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმები.