აჭარის მთავრობის სხდომა

30 ივნ 2026

აჭარის მთავრობის სხდომა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შეჯამებით დაიწყო.

ზურაბ პატარაძემ ყურადღება რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა, მათ შორის ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებზე.

მისი განცხადებით, რეგიონის განვითარების მთავარი მიზანი ოთხივე სეზონზე ტურისტების მოზიდვა, ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელება და მოსახლეობისთვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა.