30 ივნ 2026
რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტის ფარგლებში ანგარიშგების მიმართულებით რეგიონული საინფორმაციო შეხვედრების ციკლი დაიწყო. ამჯერად შეხვედრა ბათუმში გაიმართა.
ბუღალტრებისა და ანგარიშგების მიმართულებით მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოების წარმომადგენლებს სფეროს სპეციალისტებმა სიახლეები გააცნეს.
ღონისძიებების ფარგლებში ასევე განიხილეს საქართველოში არსებული სავაჭრო და ალტერნატიული დაფინანსების ინსტრუმენტები, საბანკო პროდუქტების ეფექტიანი შერჩევისა და სტრატეგიული ფინანსური კონსულტაციის საკითხები.