30 ივნ 2026
საქართველოს ეკონომიკის ზრდის შესახებ საქასტატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეაფასეს „ქართულ ოცნებაში“.
გიორგი ვოლსკის განცხადებით, ეს მონაცემები საქართველოში შექმნილი სტაბილურობის დამსახურებაა. მისივე განმარტებით, საქართველოში ახალი ინვესტიციების განხორციელებით რამდენიმე ქვეყნის საერთაშორისო კომპანია დაინტერესდა.
პოლიტიკოსი განმარტავს, რომ ეკონომიკურ ზრდაზე მსოფლიო მოვლენებიც მოქმედებს და, რომ არა ბოლო პერიოდში შექმნილი დამოკიდებულება, საქართველოს ეკონომიკა კიდევ უფრო დიდ შედეგებს მიაღწევდა.