30 ივნ 2026
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება, სადაც მას სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, არპინე სარგსიანი, მასპინძლობს. სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.
ცერემონიის ფარგლებში, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სომხეთის პოლიციის თანამშრომელთა ხსოვნას და მათი მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. სულხან თამაზაშვილმა ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართა სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან.
შეხვედრაზე მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების თაობაზე.