ყაზახეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დასრულდა

30 ივნ 2026

ყაზახეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დასრულდა. მთავრობის მეთაურმა ყაზახეთში  ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ვიზიტი ისტორიულია ქართულ-ყაზახური ურთიერთობებისთვის. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ყაზახეთი საქართველოსთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი ეკონომიკური პარტნიორი  და ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას.  

ვიზიტის ბოლო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყაზახეთის ელმავალმშენებელი ქარხანა დაათვალიერა. 

საქართველოს სამთავრობო დელეგაციას ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ჟანიბეკ ტაიჟანოვმა უმასპინძლა. პრემიერ-მინისტრი ქარხნის საწარმოო პროცესს გაეცნო.

მთავრობის მეთაური დღესვე ასტანის საერთაშორისო ფინანსურ ცენტრში იმყოფებოდა, სადაც ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მისი საქმიანობის მიმართულებების შესახებ პრეზენტაციას დაესწრო. 

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტს და  პრემიერ-მინისტრს შეხვდა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.