ცოტნე ანანიძე აჭარის მთავრობის სხდომას ეხმაურება

30 ივნ 2026

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე აჭარის მთავრობის სხდომას სოციალურ ქსელში ეხმაურება და რეგიონის განვითარების მთავარ პრიორიტეტებზე ამახვილებს ყურადღებას.

მისი განცხადებით, სხდომაზე გამოიკვეთა აჭარის რეგიონის განვითარების ფორმულა „სწორად იდენტიფიცირებული პრიორიტეტები და მიზანმიმართული ძალისხმევა.“

„აჭარის მთავრობის სხდომაზე მკაფიოდ გამოიკვეთა რეგიონის განვითარების ფორმულა: სწორად იდენტიფიცირებული პრიორიტეტები და მიზანმიმართული ძალისხმევა. შედეგზე ორიენტირებული მუშაობა - წარმატების საწინდარია“, - წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.