ბათუმის საკრებულოს სხდომა

30 ივნ 2026

ბათუმში, ალექსანდრე პუშკინის მონაკვეთს, პარმენ ლორიას ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე,  სტატუსი შეეცვალა   და ცალმხრივი მოძრაობის ნაცვლად  ორმხრივი გახდება - საკითხს დღეს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი.  ძველი ბულვარის ტერიტორიაზე ყოფილი კაფე ბარი ,,ტყუპების’’ ადგილას და მის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთის ნაწილ ტერიტორიაზე, ჯამში 2500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, კი თანამედროვე რეკრეაციული სკვერი მოეწყობა. საკრებულოს გადაწყვეტილებით,  გიორგი ცაბაძის ქუჩა N 11 დ-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და მიმდებარე  ტერიტორიის ზონის ცვლილება   განხორციელდა. არსებული საწარმოო ზონა, სპეციალური საწარმოო ზონით შეიცვალა.

ტერიტორიაზე განთავსებული ბინები კი სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გადაეცემა. საუბარია, ყოფილი ნიკოლოზ გოგოლის ქუჩა N 11 დ-ზე.  საკრებულოს გადაწყვეტილებით,  ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლასთან დაკავშირებით,  შუამდგომლობის მომზადების ორგანიზებისთვის შეიქმნება დროებითი სამუშაო ჯგუფი,  რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე უხელმძღვანელებს, დამტკიცებულ  პერსონალურ შემადგენლობასთან ერთად.    

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა საერთო ჯამში დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს.