„ფესვები საქართველოა“ - პროექტის პრეზენტაცია

30 ივნ 2026

პროექტის - „არ დავივიწყოთ ქართულის“ თეატრალური ჩვენების - „ფესვები საქართველოა“ პრეზენტაცია გაიმართა გონიოს ციხის ტერიტორიაზე. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სოციალურ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია „მომავლის პალიტრას“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა.

მოეწყო სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის ქედის სახელოვნებო სკოლის, "ჩანგის " ფოლკლორული ნომრები, ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის თოჯინების თეატრის სპექტაკლი „ჩემოდნის თეატრი“, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის „ღია სახალისო ფეხბურთის“ პროგრამა და ქართული საბრძოლო ხელოვნების ნომერი.

პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილმა 30-მა ახალგაზრდამ მონაწილეობა მიიღო შემეცნებით-გასართობ ტურში, მათ ასევე გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები. 

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში გონიოს ციხის ტერიტორიაზე წმინდა მატათა მოციქულის საფლავთან პარაკლისი გადაიხადეს.