30 ივნ 2026
ჰეზბოლას ლიდერმა ნაიმ კასემმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში ხელმოწერილი ისრაელ-ლიბანის ჩარჩო შეთანხმება მიუღებელია, რადგან სუვერენიტეტის დათმობის ტოლფასია და ის ირან-აშშ-ის ურთიერთგაგების მემორანდუმით უნდა შეიცვალოს.
კასემის თქმით, ისრაელის სამხრეთ ლიბანიდან გასვლის ჰესბოლას განიარაღებასთან დაკავშირების ნებისმიერი მცდელობა „წითელ ხაზებს“ კვეთს.
ისრაელმა და ლიბანმა პარასკევს ვაშინგტონში რამდენიმედღიანი მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს ჩარჩო შეთანხმებას, რომელმაც ისრაელსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰეზბოლას მებრძოლებს შორის საბრძოლო მოქმედებების დასრულება უნდა უზრუნველყოს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ შეთანხმება ისრაელის ძალებს საშუალებას აძლევს გააგრძელონ სამხრეთ ლიბანის ოკუპაცია, თუ ჰეზბოლა არ განიარაღდება.