30 ივნ 2026
6-თვის ბავშვი დაიღუპა მოსკოვის ოლქში დრონის ჩამოვარდნის შედეგად. ამის შესახებ ტელეგრამზე წერს ოლქის გუბერნატორი ანდრეი ვორობიოვი. უკრაინული დრონი ეგორევსკში კერძო საცხოვრებელ სახლს დაეცა.
სოციალურ მედიაში ინციდენტის ამსახველი ვიდეოკლადრები ვრცელდება. სახლის ნანგრევებიდან ორი ბავშვი და ორი ზრდასრული გამოიყვანეს.
მცირეწლოვანი ბავშვი მიღებული დაზიანებებისგან საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად ერთი კაცი დაიღუპა რუსეთის ბელგოროდის ოლქში, ტვერის ოლქში კი დრონმა აგარაკზე მყოფი 61 წლის ქალი იმსხვერპლა.