მუსიკალურ ცენტრში სტუდია „ლალეს“ საანგარიშო კონცერტი გაიმართება

30 ივნ 2026

დღეს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში სტუდია „ლალეს“ საანგარიშო კონცერტი გაიმართება. სტუდიის აღსაზრდელები მაყურებლის წინაშე ორსაათიანი მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგებიან და 34 მუსიკალურ ნომერს შეასრულებენ. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

ღონისძიება ბათუმის მერიისა და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. 

მუსიკალური საღამო მიზნად ისახავს ახალგაზრდა შემსრულებლების შემოქმედების წარმოჩენას.