რეზო გაბრიაძის თეატრში ახალი კამერული კულტურული სივრცე გაიხსნა

30 ივნ 2026

რეზო გაბრიაძის თეატრში ახალი კამერული კულტურული სივრცის - „Gabriadze Wonders Station“ გაიხსნა. პრეზენტაცია სიმბოლურად რეზო გაბრიაძის დაბადების დღეს მოეწყო. 

საღამოზე გაბრიაძის თეატრის სპექტაკლებისა და ქართული თეატრის სხვა მნიშვნელოვანი დადგმების ცნობილი მუსიკალური ეპიზოდები შესრულდა. 

ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა ფოტოგამოფენა, რომელიც დიდი ხელოვანისა და მისი თეატრის შემოქმედებით გზას ასახავს. 

ახალი სივრცე კონცერტებს, შემოქმედებით საღამოებსა და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს უმასპინძლებს.