30 ივნ 2026
სეულში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიჰასა და მისი სამხრეთ კორეელი კოლეგის ჩო ჰიუნის შეხვედრა გამართა. სეულის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მინისტრებმა განიხილეს სხვადასხვა ორმხრივი საკითხი, მათ შორის ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვეების საკითხი, რომლებიც რუსეთისთვის იბრძოდნენ და უკრაინის მიერ არიან დატყვევებულნი.
უკრაინაში მყოფ ჩრდილოეთ კორეელ სამხედრო ტყვეებს სურთ სამხრეთ კორეაში ჩასვლა და თუ გადაწყდება, რომ ისინი სამხრეთ კორეაში გაემგზავრებიან, შემდგომი პროცედურები შიდა კანონმდებლობისა და შესაბამისი პროცედურების შესაბამისად წარიმართება - აღნიშნულია უწყების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ამ თვის დასაწყისში სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სეული ეწინააღმდეგება ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვეების ნებისმიერ რეპატრიაციას რუსეთში ან ჩრდილოეთ კორეაში მათი სურვილის საწინააღმდეგოდ.