მონაკოში უკრაინელ ოლიგარქსა და მისი ოჯახის წევრებზე თავდასხმა განხორციელდა

30 ივნ 2026

მონაკოსა და მეზობელი საფრანგეთის პოლიცია ეძებს კაცს, რომელიც ეჭვმიტანილია ხმელთაშუა ზღვის სამთავროს ცენტრში  უკრაინელი ოლიგარქის ოჯახზე თავდასხმაში. მონაკოს სახელმწიფო მინისტრის კრისტოფ მირმანდის განცხადებით,   ორი დაშავებულის ვადიმ ერმოლაევისა და მისი მეუღლის მდგომარეობა  კრიტიკულია. დაშავებულია მათი 13 წლის შვილიც.

პოლიციის ინფორმაციით,  შემთხვევის ადგილზე უცნობმა პირმა ზურგჩანთა დატოვა და გაიქცა. აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც შენობაში ადამიანები შედიოდნენ.  

ვადიმ ერმოლაევი 2023 წლიდან უკრაინის მიერ არის სანქცირებული რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში მისი ალკოჰოლური ბიზნესის გამო. უკრაინელი მულტიმილიონერი ამჟამად მონაკოში ცხოვრობს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შემთხვევის ადგილზე საფრანგეთის საგანგებო სამსახურებია მობილიზებული და მიმდინარეობს ერთობლივი საპოლიციო ოპერაცია გაქცეულის დასაკავებლად.