პუტინმა დონბასის დაკავების ვადა 15-ჯერ გადადო - ზელენსკი

30 ივნ 2026

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კრემლმა უკრაინაში ომის ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აღმოსავლეთ დონბასის რეგიონის დასაკავებლად დაწესებული მისივე ვადა 15-ჯერ გადადო.

ასე გამოეხმაურა ზელენსკი   რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ კიევის წინადადების უარყოფას, რომელიც, მისი თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში დარტყმების შეწყვეტას და საბრძოლო მოქმედებების შემცირებას გულისხმობდა.

ზელენსკის თქმით, პუტინის განცხადებები ცხადყოფს, რომ მას არ ესმის და არ იზიარებს იმ რუსების შეშფოთებას, რომლებიც ბენზინგასამართ სადგურებთან საათობით რიგებში დგანან, რაც ნავთობობიექტებზე უკრაინული დრონების თავდასხმებითაა გამოწვეული.