„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია

30 ივნ 2026

თბილისში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე რეგიონული შეხვედრების ციკლი შეაჯამეს, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოს მასშტაბით 10 ქალაქში ახალგაზრდებს შეხვდნენ.

შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრათ, დაესვათ კითხვები და საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ. 

შემაჯამებელი კონფერენციის ფარგლებში განიხილეს რეგიონებში გამართული შეხვედრების შედეგები, ახალგაზრდების მიერ დასმული ძირითადი საკითხები და სამომავლო გეგმები. 

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.