29 ივნ 2026
ესპანეთში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „Ai Re Nuevo“ გაიმართა.
კონკურსი, რომლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია ვიქტორ ლეისი, უკვე 25 წელია ტარდება და წელს საიუბილეო ღონისძიება აღინიშნა.
ფესტივალი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გაიმართა და მასში ევროპის 12 ქვეყნის 35-მდე ახალგაზრდა შემსრულებელი მონაწილეობდა.
საქართველოს წარმომადგენლები კონკურსზე წარმატებით წარდგნენ. ბათუმელმა მომღერალმა ლონდა კეკელიძემ პირველი ადგილი მოიპოვა, ხოლო ანასტასია თხელიძემ საკუთარ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმარჯვა.