ბათუმის საკრებულოს სხდომა

30 ივნ 2026

ბათუმის საკრებულოში მორიგი სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მსჯელობამდე სხდომაზე გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები.

საკრებულოში ოპოზიციის დეპუტატებმა ყურადღება გაამახვილეს 26 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებაზე. მათი თქმით ეს წინასწარ მომზადებული ჯგუფური ძალადობა იყო.

''ქართული ოცნების'' დეპუტატებმა კი ოპოზიცია პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულეს.