გერმანია, ნიდერლანდები და იაპონია მუნდიალიდან გავარდნენ

30 ივნ 2026

მსოფლიო ჩემპიონატის მეთექვსმეტედ ფინალში პირველი სენსაცია დაფიქსირდა. გერმანიის ნაკრები პარაგვაისთან პენალტების სერიაში დამარცხდა და მუნდიალს გამოეთიშა. პირველი ტაიმი სამხრეთ ამერიკელების გამარჯვებით დასრულდა.

მეორე ნახევარში გერმანელებმა ანგარიში გაათანაბრეს, ძირითად და დამატებით დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. მიმდინარე მუნდიალზე პირველად, გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც უფრო ზუსტად პარაგვაის ფეხბურთელებმა შეასრულეს და მერვედფინალის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვეს, სადაც ისინი საფრანგეთისა და შვედეთის მატჩში გამარჯვებულს შეხვდებიან.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, გერმანიის ნაკრებმა პენალტების სერია პირველად წააგო. 

მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა ნიდერლანდების ნაკრებიც, რომელმაც მაროკოს ეროვნულ გუნდთან ასევე პენალტების სერიაში წააგო. მაროკო მერვედფინალში კანადას დაუპირისპირდება. ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეულმა ბრაზილიის ნაკრებმა კი იაპონიის დამარცხება შეძლო 2:1 და მერვედფინალში ითამაშებს.

ბრაზილიელთა მეტოქე კოტ დივუარსა და ნორვეგიას შორის გამარჯვებული იქნება.